logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: ჩვენი ქვეყანა კორუფციის აღქმის ინდექსით, მოწინავე ქვეყნებს დაუახლოვდა
- +

29 იანვარი. 2019. 18:56

 

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე კორუფციული აღქმის ინდექსის რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესებას სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტური მუშაობის შედეგად მიიჩნევს.

 

მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა კორუფციის აღქმის ინდექსით, მოწინავე ქვეყნებს დაუახლოვდა.

 

„ბოლო პერიოდის მანძილზე საკმაოდ წინ წაიწია ჩვენმა ქვეყანამ კორუფციის აღქმის ინდექსით, დავუახლოვდით მოწინავე ქვეყნებს. იმ ქვეყნებს, სადაც კორუფციის დონე შედარებით დაბალია. ეს რამდენიმე ნიშანდობლივ ფაქტორს უსვამს ხაზს. პირველი, რომ ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის ეფექტიანობის სერიოზული საზომი და ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ინსტიტუტები და საზოგადოება სწორი მიმართულებით ვითარდებიან. ასევე, ეს წინსვლა აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების და მათ შორის მედიასაშუალებების დამსახურებაცაა. საზოგადოებაში იზრდება კორუფციისადმი, როგორც საზოგადოებრივი მოვლენისადმი, შეურიგებლობის მდგომარეობა და ეს ცალსახად პოზიტიურია. მინდა კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ისტორია ადასტურებს, რომ ქვეყანა რაც უფრო ჩამორჩენილია, უფრო მაღალია ამ ქვეყანაში ხელისუფლების მაღალჩინოსანი ჩინოვნიკების, საჯარო მოხელეების მიდრეკილება - ლტოლვა კორუფციისადმი, შესაბამისი გარიგებების მიღების დროს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარებით რეიტინგებში სადღაც ასეულის მიჯნაზეა, ხოლო კორუფციის აღქმის ინდექსით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს და 41-ე ადგილზე ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, მიუხედავად ჩვენი ეკონომიკური განვითარების ამჟამინდელი მდგომარეობისა, გაცილებით წინ ვართ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობაზე მეტყველებს, არამედ საზოგადოების სიმწიფეზეც მიუთითებს“, - განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner