logo_geo
eng_logo
ზურაბ ხუბულაშვილი: 26 მაისის საქმეზე მემორიალური დაფა დაიდგმება
- +

23 მაისი. 2016. 15:11



პარტია „ჩვენი სამშობლოს" გენერალური მდივანმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა ზურაბ ხუბულაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  26 მაისს საქართველოს პატრიარქის კურთხევით, რუსთაველის გამზირზე, სადაც მიმდინარეობდა პროცესები, დაიდგმება მემორიალური დაფა.


 

„ჩვენთან, პარტიაში, 26 მაისის მონაწილე ხალხის ძირითადი ბირთვია გაერთიანებული.  ვაპირებთ, 26 მაისს პატრიარქის კურთხევით, რუსთაველის გამზირზე, სადაც მიმდინარეობდა ეს პროცესები, მივიტანოთ და  მემორიალური დაფა დავდგათ.  რამდენიმე წელი გავიდა უკვე და არ მომხდარა იქ დაღუპული ხალხის უკვდავყოფა. ორი ადამიანი გამოაცხადეს დაღუპულად, მაგრამ ასე არ იყო, შემდეგ დღეებშიც იხოცებოდა ხალხი",  - განაცხადა  ხუბულაშვილმა


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner