logo_geo
eng_logo
„ის დაბრუნდა…“
- +

29 იანვარი. 2019. 20:27

 


ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” წევრს გრიგოლ ვაშაძეს ეკუთვნის.

 

21 იანვარს, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებმა გამართული შეხვედრის ფარგლებში სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, საარჩევნო სისტემასა და შუალედურ არჩევნებზე იმსჯელეს. ოპოზიცია გამოსავალს პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვაში ხედავს.

 

ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მაშინ როდესაც სპორტული ფედერაციის თავმჯდომარეები, რომლებიც სინამდვილეში არიან ქურდულიოცნებისზონდერები, ურტყამენ ევროპის ჩემპიონებს, როდესაც ცემა-ტყეპა გახდა საქართველოს მოქალაქისთვის ტელევიზიის ეკრანზე მთავარი ამბავი. როდესაც ცემა-ტყეპა გახდა ჩვენი ცხოვრების ნორმალური წესი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. საჭირო არის შეიქმნას ექსპერტთა საბჭო, რომელშიც იქნებიან არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ, უცხოელები, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი სამართლებრივი, ცხოვრებისეული, მორალური გამოცდილება იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაბლოკონ ის კანდიდატები რომლებიც არ იმსახურებენ არანაირად მოსამართლის მაღალ წოდებას,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის განცხადებას ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე, სოციალურ ქსელში სარკასტული რეპლიკით ეხმაურება: – ზდრასტვუიტე ტოვარიშჩ გრიგოლ!
ის დაბრუნდა…”

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner