„მედიასაშუალებებს მოვუწოდებთ, თაფლის ტენდერის დასრულებამდე, არასწორი ინტერპრეტაციებისგან თავი შეიკავონ“, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ტენდერი ამ დროისთვის არის შერჩევა/შეფასების ეტაპზე და გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია არ არის გამოვლენილი.
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნატურალური თაფლის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი გამოცხადებული იქნა შესაბამისი – კონკრეტულად ნატურალური თაფლის კლასიფიკატორის კოდით. შესაბამისად, ყველა სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, 597 სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს გაეგზავნა ინფორმაცია ტენდერის გამოცხადების შესახებ. ტენდერი ამ დროისთვის არის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, მასში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია არ არის გამოვლენილი.
ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტედენტის შერჩევა/შეფასება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე.
მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავი შეიკავონ ტენდერის დასრულებამდე საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და სატენდერო პროცესის არასწორი ინტერპრეტაციისგან“, – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციაში.