logo_geo
eng_logo
თბილისის მერია სანაპიროს გზის მიწის ქვეშ ჩატანას გეგმავს - პროექტის ბიუჯეტი 110 მლნ-ია
- +

29 იანვარი. 2019. 23:43

 

 

წელს თბილისის მერია გორგასლის ქუჩაზე 110 მლნ-იან პროექტს იწყებს. როგორც მერმა დღევანდელ პრეზენტაციაზე განაცხადა, საავტომობილო გზის მოწყობა მიწისქვეშ იგეგმება, არსებული 10 ჰა-მდე ტერიტორიზე კი, მწვანე სივრცეები შეიქმნება.  პროექტი წელს უნდა დაიწყოს, მისი დასრულება კი, 2020 წელსაა დაგეგმილი.

 

„გორგასლის ქუჩის სანაპიროს განვითარება ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა და ამაზე აქამდე არ გვისუაბრია. ჩვენ გვინდა, რომ არსებული გზა მიწისქვეშ ჩავიტანოთ, გავაკეთოთ გვირაბი და გვირაბის ზემოთ გავაკეთოთ მწვანე სივრცე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი.

 

ეს ნიშნავს დაახლოებით, 10 ჰა-მდე მწვანე სივრცის შექმნას ქალაქის ცენტრში. 110 მლნ დაჯდება მისი განხორციელება - ეს 2-წლიანი პროექტია. ასევე გვინდა, საფეხმავლო ხიდის გაკეთება, რომელიც გადავა ავლაბრის მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner