logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პრაგმატული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ
- +

30 იანვარი. 2019. 00:04

 

 

 

„მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პრაგმატული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ სისტემამ ადამიანის სასარგებლოდ უნდა იმუშაოს და ადამიანის უფლებები სათანადოდ უნდა დაიცვას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

 

მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გუნდისთვის მთავარი ფასეულობა იმაში მდგომარეობს, ადამიანის უფლებები იყოს დაცული.

 

„ეს არის „ქართული ოცნების“ ასევე მთავარი მიღწევა და ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რის საფუძველზეც ამის მიღწევა მოხერხდა, სწორედ სასამართლო ხელისუფლება იყო. 2012 წლის ბოლოს, 2013 წლისთვის, იყო ძალიან რთული მდგომარეობა. პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებასთან კავშირის გამო, სასამართლო ხელისუფლება ხელისუფლების ნაწილი იყო, ზოგადად, დისკრედიტირებული იყო ზოგადად სისტემა და შესაბამისად, რა თქმა უნდა – მოსამართლეთა კორპუსიც“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემაში არსებითი ცვლილებების შეტანა ხელისუფლებას მაშინ რომ დაეწყო, პირველი ის ადამიანები დადგებოდნენ იქითა მხარეს, ვინც დღეს კონკრეტულ მოსამართლეებს, თუ ზოგადად, სასამართლო კორპუსს უპირისპირდება.

 

„ეს იყო რეალური ვითარება და შესაბამისად, დასახულ იქნა მარტივი ამოცანა. მართლმსაჯულების სისტემაში, შემადგენლობის კუთხით, არსებითი ცვლილებების შეტანა შეუძლებელი იყო და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სისტემა არსობრივად შეცვლილიყო, არსებული კორპუსის შენარჩუნებით. სხვა ალტერნატივა რეალურად, არც არსებობდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შედეგები ფუნდამენტურად განსხვავებულია იმისგან, რაც 2012 წლამდე იყო.

 

„ელემენტარული სტატისტიკა რომ ავიღოთ, თქვენ გახსოვთ, გამამართლებელი განაჩენების კუთხით რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე და მაჩვენებელი ექვსჯერ არის გაზრდილი. წინასწარი პატიმრობა, ჯარიმების, გირაოების შეფარდება, მაჩვენებელი 90 მილიონიდან რომ მაგალითად, 12 მილიონამდე ჩამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილება ფუნდამენტურია და არა მხოლოდ კოსმეტიკური, ან უმნიშვნელო. ეს მხოლოდ მშრალი ციფრები არ არის. ამ მშრალი ციფრების უკან დგას უამრავი, ათი ათასობით ადამიანის უკეთ დაცული უფლება. ჩვენთვის მთავარი ღირებულება ეს არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner