ჟურნალისტი ია დანელია სოციალურ ქსელში წერს:
„რა ჟივილ-ხივილი გაქვთ ატეხილი უნარების გამოცდის გაუქმებაზე? 15 წლის წინ თქვენ არ იყავით რომ ამბობდით, ეს უნარები რა დოზანააო? არ სწავლობდა სოკრატე და შოთა რუსთაველი უნარებს, მაგრამ აკლდათ განათლება? ნუ გეშინიათ, არ დარჩებიან ჩვენი შვილები უნარების გამოცდის გაუქმებით გაუნათლებლები. „წიგნები აკითხეთ ბავშვებს, წიგნები!“ - წერს დანელია.