„თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით ფრენების შესრულება, 2020 წლიდან იგეგმება“, - ამის შესახებ „სერვის ეარ ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ამირან მაჯავიძემ განგვიცხადა.
ნატახტარში მოქმედი კომპანია „სერვის ეარ ჰოლდინგის“ დირექტორის თქმით, სამწუხაროდ 2019 წელს ზუგდიდის მიმართულებით რეისების შესრულება ვერ მოესწრება.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასა და ჩვენ კომპანიას შორის. თბილსის-ზუგდიდის რეისების შესრულება 2020 წლიდან იგეგმება, ვინაიდან ზუგდიდში ფრენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ადგილობრივი აეროდრომი საჭიროებს რეაბილიტაციას, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ მისი რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს“, - განგვიმარტა ამირან მანჯავიძემ.
საინფორმაციო სააგენტო „Business Time“-ის კითხვაზე, რამდენად არის მოთხოვნა ზუგდიდის მიმართულებით ფრენებზე, მანჯავიძემ ასე გვიპასუხა:
„თბილისის-ზუგდიდის მიმართულებით არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, არამდე მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნა ძალიან დიდია. აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა სამეგრელოში, კერძოდ კი, ანაკლიის პორტის მშენებლობამ განაპირობა. მოგეხსენებათ, რომ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, საკმაოდ საქმიანი ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა, აქედან გამომდინარე ჩვენთან მომართვიანობამაც იმატა“, - განგვიმარტა ამირან მანჯავიძემ.