logo_geo
eng_logo
მთავარ პროკურატურას თურქეთის დელეგაცია ეწვია
- +

23 მაისი. 2016. 15:17


საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის მოწვევით, მთავარ პროკურატურას თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი საკასაციო სასამართლოს პროკურატურის დელეგაცია მთავარი პროკურორის მეჰმეთ აქარჯას ხელმძღვანელობით ეწვია.


საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა თურქ კოლეგებს უწყების სტრუქტურა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.  საუბარი შეეხო საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმასა და მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს. თურქეთის რეპუბლიკის უზენაესი საკასაციო სასამართლოს წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს გამოცდილების შესახებ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებთან, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა სამსახურთან და განრიდებასთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალში უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner