თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს სამარშრუტო მიკროავტობუსი და საპატრულო მანქანა დაეჯახა.
შეჯახების შედეგად კიდევ სამი მანქანა დაზიანდა. სამარშრუტო მიკროავტობუსში ექვსი მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი ქალი მსუბუქად დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შსს მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.