logo_geo
eng_logo
თბილისში ერთმანეთს მიკროავტობუსი და საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა
- +

30 იანვარი. 2019. 01:41

 

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს სამარშრუტო მიკროავტობუსი და საპატრულო მანქანა დაეჯახა.

 

შეჯახების შედეგად კიდევ სამი მანქანა დაზიანდა. სამარშრუტო მიკროავტობუსში ექვსი მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი ქალი მსუბუქად დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

შსს მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner