logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: კვირიდან - კვირამდე სერიებად გვთავაზობენ გვრიტიშვილს, მურუსიძეს, მიქაუტაძეს...
- +

30 იანვარი. 2019. 01:43

 

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ყოველი მათი ხმის ამოღება, ყოველი წინასწარ დადგმული მათი ეთერი უფრო უღრმავებს რწმენას საზოგადოებას, რომ ქართული მართლმსაჯულების ამ ადამიანების ხელში დატოვება არ შეიძლება!

სამწუხაროა, რომ თუ ადრე ისინი რეჟიმის პაიკები იყვნენ დღეს, ისინი მხედრებად გადაიქცნენ, პოლიტიკურ სვლებს აკეთებენ და საზოგადოებას დღის წესრიგს კარნახობენ.

კვირიდან - კვირამდე სერიებად გვთავაზობენ გვრიტიშვილს, მურუსიძეს, მიქაუტაძეს. ეს უკანასკნელი ჩემი მოსამართლეა... მოვლენების შეფასებისას არასოდეს გამოვსულვარ პირადიდან, არც ნაცრეჟიმთან ბრძოლაში შევსულვარ პირადი გადმოსახედიდან და არც დღეს ვარ სუბიექტური ვინმეს შეფასებისას. სამართალი და სამართლიანობა ეს უზენაესი საკითხია, მე ჩემს თავზე განვიცადე, ჩემი თვალით ვნახე მიქაუტაძის “სამართალი” და ამაზე დუმილი იქნება დანაშაული. 2012 წლის 20 აგვისტოს, ამ ახალგაზრდა კაცმა თვალის დახამხამებაში მხოლოდ პოლიტიკურ ნიადაგზე, 70 დღით გაგვამგზავრა ადმინისტრაციულ პატიმრობაში ისე, რომ არც ჩვენი ფიზიკური დაზიანებებით დაინტერესდა, არც მტკიცებულებები განიხილა, დაგვცინა და სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა რომ თავისუფლება უკანონოდ შეეზღუდა ჩვენთვის. სამწუხაროდ ასეთი ემპირიული გამოცდილება ამ ადამიანების “სამართალთან” დაკავშირებით აქვს ათასობით და ათი ათასობით ადამიანს. და რა ხდება დღეს? დღეს, ეთერებში სხედან ძველი რომის სამართალს და ათენის დემოკრატიას გვასწავლიან! გვრიტიშვილმა არ იკმარა და მათი კოლექტიური სითავხედე გაახმოვანა, ეკა ბესელიას დააბრალა კადრების გავრცელება!

დღეს, ჩვენ ყველას ეკრანებიდან უტიფრად გვეუბნებიან რომ ისინი არიან რეჟიმის მსხვერპლები! თუ ისინი რეჟიმის მსხვერპლები არიან, მაშინ ვინ არის ის ათი ათასობით ადამიანი ვისაც ცხოვრება დაუნგრიეს თავიანთი გადაწყვეტილებებით?!

ადეიშვილის ხელისბიჭები მსხვერპლები კიარა მონები იყვნენ, რომლებიც არა მონობიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, სიამოვნებით გვიმწარებდნენ ცხოვრებას! ეს ადამიანები „ქართული ოცნებისთვის“ გამოდგნენ პარაზიტები, ჩასახლდნენ სხვის სხეულში, შეიქმნეს ხელსაყრელი პირობები, გაძლიერდნენ და ამ სხეულის სასიცოცხლო ორგანოებს დაეპატრონენ, ამიტომ ქირურგიული ჩარევაა სასწრაფოდ აუცილებელი!“  - წერს ვატო შაქარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner