გოაზე მალე იმ ტურისტების დაჯარიმებას დაიწყებენ, რომლებიც სანაპიროზე და ტურისტულ ადგილებში ალკოჰოლს მიიღებენ. ის, ვინც ჯარიმის გადახდაზე უარს იტყვის, შესაძლოა ციხეშიც მოხვდეს. ამის შესახებ The Indian Exspress-ი წერს.
ეს ცვლილებები ინდოეთის გოას შტატის ტურიზმის შესახებ კანონში შევიდა. ჯარიმა 2000 რუპიას ითვალისწინებს, რაც დაახლოებით 80 ლარია. ასეთივე ჯარიმის გადახდა მოუწევთ მათაც, ვინც ღია ცის ქვეშ, დასასვენებელ ადგილებში კერძებს მოამზადებს. ჯარიმაზე უარის შემთხვევაში, კანონდამრღვევებს სამი თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ადმინისტრაცია სანაპიროზე ბოთლების ტარებასაც აკრძალავს. პოლიციას ასეთ შემთხვევებშიც ეძლევა ჯარიმის გამოწერის უფლება, მითუფრო მათთვის, ვინც სანაპიროზე შუშის ბოთლებს დაამსხვრევს.
თუ კანონი ჯგუფის მიერ დაირღვევა, ჯარიმა გაცილებით მეტი - 10 ათასი რუპიაა (დაახლოებით 400 ლარი).