„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში წერს:
„2012 წლის 22 სექტემბერს, დიმიტრი გვრიტიშვილი მასამართლებდა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია. სასამართლო დარბაზში მე და ჩემი მეგობარი - ბექა ალადაშვილი ვისხედით ნაცემები, ნაწამები, სხეულზე ძალადობის კვალი, შემოხეულ ტანსაცმელზე კი პოლიციელების ფეხსაცმლის ნაკვალევი გვეტყობოდა, მოსამართლე გვრიტიშვილი ამბობდა, რომ ეს მას არ ეხებოდა, ანუ რატომ იყვნენ "სამართალდამრღვევები" ამ მდგომარეობაში, მისი საქმე არ იყო. მან ასევე არ მოგვცა უფლება, გამოგვეკითხა პოლიციელები და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე პატიმრობა შეგვიფარდა. მალე არჩევნები მოდიოდა, ჩვენ კი უსასტიკესი წამების კადრების გავრცელების შემდეგ საპროტესტო მოძრაობას ვაორგანიზებდით. მოკლედ, არჩევნების დღეს საპატიმროში უნდა ვყოფილიყავით, ეს იყო დაკვეთა.
აი, ეს კაცია ბატონი "მოსამართლე", დღეს რომ საკუთარი სკამის გადასარჩენად ყველაფერს კადრულობს. ნაცვლად იმისა, რომ წუხდეს, რაც გაუკეთებია, დიდი შემართებით აგრძელებს თავისი "მოღვაწეობით" ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დასამარებას“ - წერს ცაგურია.