აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს საქართველოს მიერ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების გამო მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან twitter-ზე დაწერა.
„გუშინ ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ [მამუკა] ბახტაძეს რათა მადლიერება გამომეხატა საქართველოს მიერ ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების შესახებ. განვიხილეთ სხვა მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება“, – აღნიშნულია ბონ ბოლტონის განცხადებაში.