logo_geo
eng_logo
გერმანიაში მოღვაწე მეცნიერი ტექნოლოგიური ინსტიტუტის მუშაობის პროცესში ჩაერთვება
- +

23 მაისი. 2016. 15:13



ფიზიკოსი მიხეილ თითბერიძე ამბობს, რომ ტექნოლოგიური ინსტიტუტის თვითმიზანია, უცხოეთში მყოფი მეცნიერებისათვის ისეთი ადგილის შექმნა, სადაც შეეძლებათ დაბრუნება და მათი ინტერესების განვითარება.



მიხეილ თითბერიძე, რომელიც ამჟამად გერმანიაში, ჰამბურგის ერთ-ერთი სამეცნიერო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია, სავარაუდოდ, თავადაც ჩაერთვება ტექნოლოგიური ინსტიტუტის მუშაობის პროცესში.



"ტექნოლოგიური ინსტიტუტი არის ძალიან ფართო სპექტრის მომცველი სამეცნიერო და საგანმანათლებო დაწესებულება. როგორც მომავალი თაობისათვის, ასევე მოქმედი მეცნიერებისთვის, უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოში ასეთი ინსტუტიტის არსებობა. ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი", - განაცხადა თითბერიძემ.


მისივე თქმით, უცხოეთში მყოფი წარმატებულ მეცნირებისთვის ან ახალგაზრდა თაობასთვის, რომელიც იქ სწავლობს და სურს მეცნიერბაში დარჩეს, ეს იქნება ერთ-ერთია ადგილი, სადაც შეეძლებათ დაბრუნება და მაღალი ხარისხის სამეცნიერო ინსტიტუტში მათი ინტერესების განვითარება - ამ ინსტიტუტის თვითმიზანიც სწორედ ეს არის.



ცნობისათვის, დღეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner