logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ჩემი იყო, რითაც სააკაშვილი აღფრთოვანდა
- +

23 მაისი. 2016. 15:19



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტექნოლიგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის ტექნოლოგიური პარკის სამეცნიერო ნაწილი დაახლოებით 250 მილიონი ევრო დაჯდება და ამდენივე დაჯდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისში იქნება.



რაც შეეხება თანხის რაოდენობას, რომელიც ინსტიტუტის შენახვისთვის იქნება საჭირო, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს ინსტიტუტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გახდება ცნობილი.


 

მე დავეხმარები სახელმწიფოს მანამ, სანამ თავად ვერ მოახერხებს ინსტიტუტის შენახვას",- განაცხადა ივანიშვილმა.



ივანიშვილის განცხადებით, ტენოლოგიური უნივერსიტეტის იდეა მისი იყო, რითაც სააკაშვილი აღფრთოვანდა, თუმცა ბათუმში სასაცილო პროექტი გააკეთა.



ცოტა სხვაობაა პროექტებს შორის. შეიძლება განხორციელდეს ამერიკული პროექტი. კოლაიდერზეა მხოლოდ საუბარი, ხოლო მრგვალ შენობაში იქნება ლაბორატორიები, ეს იოლია და მისი მშენებლობა დაიწყება ხვალვე. ის, რაც ნაციონალებმა" ბათუმში ააშენეს, იყო სასაცილო. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა თავიდანვე იყო ჩემი, ეს იყო დაახლოებით 8 წლის წინ და სააკაშვილი საოცრად აღფრთოვანებული იყო.

მიშამ სასაცილო რამე გააკეთა. ეს იყო ლიფტის შახტა და იქ აუდიტორიები ვერ განთავსდებოდა. ასევე აშენებდა ქალაქებს სააკაშვილი, როგორც ტექნოლოგიური პროექტი გააკეთა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner