logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინა
- +

30 იანვარი. 2019. 11:50

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის სამი  ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აჭარის, ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა  სარეალიზაციოდ  განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით  -  2 723 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის „IQOS“-ისთვის  განკუთვნილი 500 კოლოფი „HEETS“-ის  ფირმის თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული  უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე  ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“, - ნათქვამია უწყების მირ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner