ფილიპინებზე, კუნძულ ზამბოანგას მეჩეთში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა შენობაში ყუმბარა იმ დროს შეაგდო, როდესაც მეჩეთში მუსლიმი სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
27 იანვარს ფილიპინებზე კათოლიკურ ეკლესიაში ორი აფეთქება მოხდა.
ტერაქტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, ასამდე დაშავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.