logo_geo
eng_logo
კახი კახიშვილი: კორცხელში მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდი სიგნალი იყო
- +

23 მაისი. 2016. 15:20


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ფაქტი ძალიან ცუდი სიგნალი იყო.



ძალიან ცუდი სიგნალი იყო და ძალიან დროული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყო გამოძიება. ანუ ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, თუ ადრე იყო ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება და თითქოს არაფერი მოხდა, 100 ლარი ღირდა ადამიანის ცემა, ახლა ჩვენ ვნახეთ, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო. იმედს ვიტოვებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ გამოძიების ფარგლებში დაადგენს დამნაშავე პირებს, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან და შესაბამისად, კანონის ჩარჩოებში მოხდება პასუხისმგებლობის დაკისრება. ეს პირველ რიგში, აუცილებელია იმისთვის, რომ 20016 წლის ოქტომბრის არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში. დღეს, როდესაც, თუნდაც ის ადამიანები, ვისაც ნერვებმა უმტყუნა, ნახავენ, რომ არ დარჩნენ დაუსჯელები, პრევენციული ღონისძიება იქნება დიდი არჩევნებისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს მშვიდად", - განაცხადა კახი კახიშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner