logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ქვეყნის ტრაგედიაა
- +

23 მაისი. 2016. 15:27



„სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა არ არის მხოლოდ კონკრეტული ოჯახის ტრაგედია, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა" , - 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ამ სიტყვებით შეაფასა. ახვლედიანმა აღნიშნა, რომ რთული იქნება გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯა და შეიძლება კიდევ განმეორდეს მსგავსი ფაქტი,  რადგან საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ უცხო შეიარაღებული ძალა დგას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების გაუთვალისწინებლად მოქმედებს.    

 

„მთელი პრობლემების სათავე,  რა თქმა უნდა,  საქართველოს ტერიტორიაზე  უცხო ჯარის ყოფნაა,რომელიც სრულიად არაადეკვატურად და  ქვეყნის ინტერესების გაუთვალისწინებლად მოქმედებს. სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან დაბალია ალბათობა, რომ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის დამნაშავე დაისაჯოს. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევებისაგან არ ვართ დაზღვეულები. მხოლოდ საქართველოს და რუსეთს შორის დიალოგის რეჟიმშია შესაძლებელი ასეთი  სერიოზული დანაშაულებების მოგვარება", - განაცხადა ახვლედიანმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner