ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები - 1979 წელს დაბადებული მამუკა კუკავა და 1986 წელს დაბადებული გოჩა გულორდავა „დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს“.
დაკავებულებს სოხუმის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
როგორც უწყებაში „პირველს“ განუცხადეს, „ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“.