logo_geo
eng_logo
შვეიცარიაში პოლიციელი მძარცველების დევნისას სიჩქარის გადაჭარბების გამო დააჯარიმეს
- +

30 იანვარი. 2019. 18:05

 

„შვეიცარიელი პოლიციელი მძარცველების დევნის ოპერაციის დროს სიჩქარის გადაჭარბების გამო დააჯარიმეს“, -  ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა „Aftonbladet“ წერს.

 

„სიჩქარის გადაჭარბება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ვინმეს სიცოცხლე საფრთხეშია. პოლიციელს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მძარცველები იმ მომენტში ზიანს ვერავის მიაყენებდნენ, სიჩქარის გადაჭარბებით კი, სამართალდამცველმა ირგვლივ მყოფი ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო“, - განმარტეს სასამართლოში.

 

ფედერალურმა სასამართლომ  ქვედა ინსტანციის ვერდიქტი ძალაში დატოვა, რაც გულისხმობდა სამართალდამცველის 600 ფრანკით (528 ევრო) დაჯარიმებას. სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციელი საათში 92 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ისეთ ზონაში, სადაც დასაშვები სიჩქარე საათში 50 კმ/სთ-ია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner