საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, კანადურ მხარეს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„კანადის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და იქ არის საუბარი იმ უკანონო ქმედებებზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კანადის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ არის მოწოდება, რომ კანადის მთავრობა კიდევ უფრო თანმიმდევრული და მტკიცე მხარდამჭერი ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან მიმართებაში.“
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა რეზოლუციაში ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე კანადური მხარის მიერ ყურადღების გამახვილებას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის გარკვეული მიბმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან და იმ სანქციების გამოყენებასთან, რომელიც კანადას აქვს დაწესებული სხვადასხვა მიმართულებით, კანადის პარლამენტის შესაბამისი კანონის გამოყენებით, და ვფიქრობ, რომ მომავალში ჩვენი პარტნიორები კიდევ უფრო გააღრმავებენ საქართველოსთან თანამშრომლობას ყველა ძირითად მიმართულებაზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია დოკუმენტის სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც თავდაცვის კომიტეტი კანადის აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს. კერძოდ: