მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს განცხადებას ნატურალური თაფლის (CON18000093) ტენდერთან დაკავშირებით.
აღნიშნულ ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში.
სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დისკვალიფიკაციის საფუძვლები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N70-ში.