„ორიონ ჯგუფი“ ქართული უძრავი ქონების ბაზარზე შედარებით ახალი კომპანიაა. მის საქმიანობას ინოვაციური, თანამედროვე, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და კომერციული ფართების შექმნა წარმოადგენს. კომპანია მომხმარებლებს უკვე სთავაზობს მრავალფუნქციურ, ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსს „ორიონ ლენდმარკს“, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. დეტალებს კი „ორიონ ჯგუფის“ დამფუძნებელის, ზაზა ზაბახიძის ინტერვიუდან შეიტყობთ.
ორიონ ჯგუფი არც ისე დიდი ხანია შეიქმნა. რა არის ის პრიორიტეტები, რომლებიც თქვენს საქმიანობას განსაზღვრავს?
ჩვენი კომპანია შედარებით ახალია, თუმცა გუნდს ამ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მე და ჩემი კოლეგები სამშენებლო სექტორში 1997 წლიდან ვართ ჩართულები და მრავალი პროექტი გვაქვს განხორციელებული. 2 წლის წინ ვიფიქრეთ, რომ გავერთიანებულიყავით და ახალი, განსხვავებული პროექტები შეგვექმნა.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ხარისხია. დასაწყისშივე გადავწყვიტეთ, რომ განსაკუთრებული აქცენტი მომხმარებლის ნდობაზე გაგვეკეთებინა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი პირველი პროექტი „ორიონ ლენდმარკი“ სრულად დავაფინანსეთ და ფართების გაყიდვები მომხმარებლებს მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზეთ.
„ორიონ ლენდმარკი“ განსხვავებული, პრემიუმ ხარისხის პროექტია. კონკრეტულად რითია ის გამორჩეული?
დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ „ორიონ ლენდმარკით“ გვინდოდა იმგვარი გარემო შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, რომელშიც ხარისხი და ახალი ტექნოლოგიები ორგანულად იქნებოდა შერწყმული. შესაბამისად, კომპლექსში ყველა ის დეტალი და საჭიროება გავითვალისწინეთ, რაც ადამიანის მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი.
რაც შეეხება „ორიონ ლენდმარკის“ გამორჩეულობას: პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ შენობის საძირკველი დგას ხიმინჯებზე, რაც კომპლექსის მეტ სეისმო და კონსტრუქციულ მდგრადობას განაპირობებს. მშენებლობის პროცესში ძირითადად 300-მარკიან ბეტონს იყენებენ ხოლმე, „ორიონ ლენდმარკის“ შემთხვევაში კი ჩვენ გაცილებით მყარი, 500-მარკიანი ბეტონი გამოვიყენეთ.
პროექტი ევროპელ მომწოდებლებთან პარტნიორობით შეიქმნა. მის უპირატესობებს წარმოადგენს ლიდერი გერმანული ბრენდის, Schuco-ს კარ-ფანჯარა და საფასადე სისტემები, ფრანგული კომპანია Saint Gobain-ის დაბალემისიური, ნაწრთობი, ორმაგი მინაპაკეტი, ფრანგული ლიდერი ბრენდის De Dietrich-ის ინდივიდუალური გათბობის ქვაბი სექციური რადიატორებით, ცნობილი იტალიური კომპანია VALSIR-ის უხმო საკანალიზაციო მილები, გერმანული ბრენდის, Aquatherm-ის წყალგაყვანილობის სისტემები, Mitsubishi Electric-ის კონდიცირების სპლიტ სისტემა და ევროპული მწარმოებლის, Tesla Cables-ის ელექტრო სადენები, თანამედროვე სახანძრო სისტემები.
შენობა აღჭურვილია Mitsubishi Electric-ის 2 ჩქაროსნული ლიფტით, რომლებიც ავტონომიური დენის წყაროთია უზრუნველყოფილი. ამ ყველაფერს ემატება მოჭიმული იატაკი და სამღებრო სამუშაოებისთვის გამზადებული, გალესილი ჭერი და კედლები, ევროპული მწარმოებლის რკინის კარი და ვიდეო ინტერკომი. შენობას BTS aluminum-ის მინის მოაჯირიანი აივანი აქვს, რომელიც ყინვაგამძლე გრანიტითაა მოპირკეთებული.
ცალკე აღსანიშნავია კომფორტული ლობი, რომელიც მოპირკეთებულია იტალიური ბრენდების — Laminam-ის ქვითა და Lignotube-ის ხის მასალით.
შენობა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, პანორამული მწვანე ხედით ვაკის პარკს, კუს ტბასა და მის მიმდებარე ფერდობზე, რაც მას კიდევ უფრო გამორჩეულს და მომხიბვლელს ხდის.
თანამედროვე სამშენებლო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებას ექცევა. „ორიონ ლენდმარკის“ შემთხვევაში რამდენად აქტუალური იყო ეს მიმართულება?
ჩვენთვის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება ხარისხიანი სამშენებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. „ორიონ ლენდმარკიც“ მთლიანად ენერგოეფექტური გაზო და იზო ბლოკითაა აგებული. მისი ავსტრიული Fundermax-ის ვინტილირებადი ფასადი კი Rockwool-ის ქვაბამბითაა დათბუნული.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს, რაც სამომავლოდ „ორიონ ლენდმარკის“ მომხმარებლებს კომუნალურ გადასახადებს 50%-მდე შეუმცირებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გარემოზე ზემოქმედებაც: ევროკავშირის რეგულაციებისა და თანამედროვე დასავლური მიდგომის თანახმად, CO-ს ნამწვის გამოტყორცნა ქვედა სართულებიდან იკრძალება, ამიტომ ფრანგული კომპანია Poujoulat „ორიონ ლენდმარკში“ სპეციალურ საკვამურს ამონტაჟებს. მისი მეშვეობით, CO-ს ნამწვი მხოლოდ სახურავიდან გაიტყორცნება.
რა დამატებით მომსახურებებს სთავაზობთ „ორიონ ლენდმარკის“ მომხმარებლებს?
კომპლექსის მომსახურებაში შედის: ვალეტ პარკინგი, კონსიერჟი, დაცვა, დასუფთავება, კაფე, ავტომანქანების სამრეცხაო და 4-დონიანი ავტოსადგომი საავტომობილო ლიფტით. რაც მთავარია, „ორიონ ლენდმარკი“ რეკრეაციულ ზონასთან ახლოს მდებარეობს და არაჩვეულებრივი, პანორამული ხედები აქვს.
აქვს თუ არა „ორიონ ჯგუფს“ გეგმაში ახალი პროექტების განხორციელება?
უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სხვა პროექტებზეც. აღსანიშნავია, რომ, „ორიონ ლენდმარკის“ მსგავსად, ყველა მათგანი ხარისხსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული იქნება, რაც, საბოლოო ჯამში, მაცხოვრებლების კომფორტზე აისახება.
ორიონ ჯგუფის პროექტებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: +995 32 237 22 22 ან ეწვიოთ ვებგვერდს www.oriongroup.ge