logo_geo
eng_logo
„დინამომ“ ჩემპიონობა იზეიმა - იაშვილის გაცილება „დინამო არენაზე“
- +

23 მაისი. 2016. 16:20


 

„დინამო არენამ" საქართველოს რიგით 27-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრას უმასპინძლა, სადაც თბილისის „დინამო" ქობულეთის „შუქურას" დაუპირისპირდა. შეხვედრა ორმხრივი იერიშებით წარიმართა, თუმცა მასპინძელთა უპირატესობა თვალში საცემი იყო, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ერთადერთი გატანილი გოლი 88-ე წუთზე იხილა, როდესაც ალექსანდრე იაშვილის გადაცემა გოლად ვახტანგ ჭანტურიშვილმა აქცია და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 1:0 დააფიქსირა.


ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა მიმდინარე გათამაშება 76 ქულით დაასრულა, მეორეადგილოსან „სამტრედიას" 13 ქულით გადაასწრო და ოქროს მედლებსა და თასს ღირსეულად დაეუფლა.


აღნიშნული შეხვედრა უკანასკნელი იყო ალექსანდრე იაშვილის კარიერაში. „დინამოელთა" კაპიტანმა ლურჯ-თეთრი მაისურით 113-ე მატჩი გამართა, რომლებშიც 90-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. „შუქურასთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ, თბილისელთა კაპიტანს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და „დინამო" თბილისის პრეზიდენტებმა სამახსოვრო ჯილდოები გადასცეს.


„დინამო" (თბილისი) : „შუქურა" (ქობულეთი)   1:0

 

გოლი: ვახტანგ ჭანტურიშვილი (88')


გაფრთხილება: ჭანტურიშვილი (13'), მოსიაშვილი (80')


„დინამო" (თბილისი): ბეგაშვილი, უ. ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე, კაკაბაძე, პარუნაშვილი (ცინცაძე 72'), ჯიღაური), კიტეიშვილი (ალვარო 60'), ჭანტურიშვილი, იაშვილი, გელაშვილი (ქვილითაია 56');


„შუქურა" (ქობულეთი): ჯიოევი, კომახიძე, ჩალაძე, ბრაჭული, ჩიჩუა, გეგეჭკორი, პუკანიჩი, მოსიაშვილი, დოლიძე, ურიდია, ლობჯანიძე (ჭანუყვაძე 84');


შეხვედრის არბიტრი: გიორგი ვარდიძე


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner