ბრექსიტთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება არის ერთადერთი და საუკეთესო შეთანხმება, ის არ გადაიხედება – ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა გააკეთა.
„ირლანდიის საზღვარი – ეს ევროპის საზღვარია. წარსულის ბნელ დროში დაბრუნება არ მოხდება. ვემზადებით ყველა შესაძლო სცენარისთვის“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსნებთ, ბრიტანეთის პარლამენტმა უკვე არსებულ შეთანხმებაში ირლანდიასთან საზღვრის საკითხის შეცვლასთან დაკავშირებით შესწორების შეტანას დაუჭირა მხარი. ევროკავშირის ლიდერებმა კი დღეს მკაფიოდ განმარტეს, რომ ბრექსიტის შეთანხმება არ გადაიხედება.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. 18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბრიუსელში 584-გვერდიანი დოკუმენტი მიიღეს. მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს.