logo_geo
eng_logo
ამერიკის ზოგიერთ შტატში ტემპერატურა -40 გრადუსამდე დაეცა, დაიღუპა 6 ადამიანი
- +

31 იანვარი. 2019. 01:14

 

ამერიკის რამდენიმე შტატსი რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება. ყინვის და თოვლის გამო საჯარო დაწესებულებებმა, ფოსტამ და ბიზნესების ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა რამდენიმე შტატში. გადაიდო 2,700-მდე ფრენა და შეფერხდა მატარებლების მოძრაობა.

 

უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება ილინოისის, აიოვას, მინესოტას, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტას, ვისკონსინის, კანზასის, მისურის, მინესოტას და ნებრასკას შტატებში. ზოგიერთ შტატში ტემპერატურის -40 გრადუსამდე დაცემას ვარაუდობენ.

 

ჩიკაგოში ტემპერატურა -32 გრადუსამდე დაეცემა. შედარებისათვის ანტარქტიდაზე, პრისტლის მყინვარზე ტემპერატურა -21 გრადუსია.

 

სინოპტიკოსების თქმით ტემპერატურა ორშაბათამდე არ მოიმატებს. მიზეზი არქტიკიდან დაძრული ცივი ჰაერის მასაა, რომელმაც სამხრეთით გადმოინაცვლა.

 

ყინვის გამო ბოლო მონაცემებით 6 ადამიანი გარდაიცვალა. მოსახლეობას სახლებში დარჩენისაკენ მოუწოდებენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner