logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: სერიიდან - ვაი, ჩვენს პატრობს!
- +

31 იანვარი. 2019. 02:38

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„როცა გაქვს ხაჭაპური, რომელიც მსოფლიომ აღიარა და ყველა ჩამოსული სტუმარი ნამდვილ "ხაჩაპურს" დაეძებს, შენ, "ვისოლი" რომ ხარ "რაის" პიცების ქსელს ხსნი ამ ნაყანყალებ ქვეყანაში, რავა, მაინცადამაინც პასპორტში უნდა გეწეროს ეროვნება- ქართველიიი? იტალია მის პიცას მიხედავს და არიქა, შენც დაეხმარე როგორმე, მერე ხაჭაპური ჩვენი ტრადიციის ნაწილიაო რომ იტყვის შენი მეზობელი ქვეყანა ან ხინკლის სამშობლო ვართო, რომ დაიბრალებს, თმები გავიწეწოთ და ვიკივლოთ- არა, რას ჩივით, ჩვენია, ჩვენიიიი??!

... სერიიდან- ვაი, ჩვენს პატრობს!

პ.ს. არ მახსოვს გვარი, მაღალ-მაღალი ქერათმიანი "ვისოლის" უფროსი რომაა, იქნებ ცოტა შეაჭანჭყაროთ და უთხრათ- ჩემი სამშობლოა საქართველო და შენიც თქო და კიდევ ისიც უთხარით, შენი თოთინა ხაჭაპური სოის უბედური ყველით რომ კეთდება და 11 ლარის გადამხდელი თუკი იქნება, რაღა პიცა იყიდონ თქო და რა ვიცი, დანარჩენები თქვენაც მიამატეთ...“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner