logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: და ვაი, ჩვენ, მართლა, თუ ამდენ უსინდისობას არ მოვერევით!
- +

31 იანვარი. 2019. 04:01

 

ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„200- ზე მეტი პოლიტპატიმარი უკანონოდ ვინ გაასამართლა? ეტყობა, ჩვენ! 99%-იანი მოცულობით გამამტყუნებელი განაჩენები ვის გამოჰქონდა? ეტყობა, ჩვენ! ღამის 3 საათზე ენერგიული ნოტარიუსები, გინტური და სხვანი, ხალხს ქონებას რომ ართმევდნენ, ამ ნადავლს სასამართლოში ვინ ათეთრებდა? რა თქმა უნდა, ჩვენ! 40- ზე მეტი ტელევიზიის მეპატრონეს არხები რომ წაართვეს, რაც 2013 წელს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ ფაქტებით და ცოცხალი მოწმეების ჩვენებებით დაადასტურა, ვინ აფორმებდა ამ წართმევას სასამართლოში? აქაც, ეტყობა, ჩვენ!

 

და ვაი, ჩვენ, მართლა, თუ ამდენ უსინდისობას არ მოვერევით! ვიმეორებ: სასამართლო სისტემა სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს ჩინჩალაძე- გვრიტიშვილ- მიქაუტაძე- მურუსიძეებისაგან, თორემ ეს კლანი საფრთხეს უქმნის არა მარტო ადამიანებს და საზოგადოებას, არამედ სახელმწიფოს!!!“ - წერს ინაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner