logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს თავს
- +

23 მაისი. 2016. 16:31



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილ ბიუროს სხდომაზე გუშინ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას გემოეხმაურა.



მინდა გამოვეხმაურო იმ ძალადობის ფაქტებს, რამაც ყველა შეგვაშფოთა და აღგვაშფოთა. მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს თავს და ვინც ძალადობის გზით შეეცდება პრობლემების მოგვარებას, ყველაზე მეტად და მწარედ დამარცხდება. ეს არ არის ჩემი რჩევა, ჩემი ანალიზი და გაფრთხილება - ეს არის ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დაპირება. ვინაიდან მე მჯერა, რომ დღეს ამ დარბაზშიც, პარლამენტშიც და მთლიანად საქართველოშიც გაცილებით მეტი ვართ ანტიზონდერები, ვიდრე ზონდერები და კონტრზონდერები. მე ზონდერებსა და კონტრზონდერებს შორის განსხვავებას ვერ და არ გავაკეთებ. ყველა, ვინც ძალადობრივი გზით ცდილობს უპირატესობის მოპოვებას, ემსახურება იმას, რომ დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, ამიტომ საჭიროა აბსოლუტურად უკომპრომისო დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი. ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ერთ მხარეს იყო ოთხი ჯოხი, მეორე მხარეს ორი ქვა, ერთ მხარეს იყო ოთხი მუშტი, მეორე მხარეს - ერთი - ეს არის არასწორი საუბარი და ამაში არ უნდა ჩავერიოთ.

 

უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ზოგადად მზად ვართ ვცემოთ პოლიტიკური ოპონენტი, მაშინ ამას ან საკუთარი ინიციატივით გავაკეთებთ, ან ვინმე თავს გვაცემინებს, ამიტომ საჭიროა ის, რომ არ ვიყოთ მზად პოლიტიკური ოპონენტის საცემად და ძალადობრივი გზით გასასწორებლად. მაშინ თავიდან ავიცილებთ, როგორც ძალადობის ინიციატივას, ისე მის პროვოცირებას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner