აშშ-ის რამდენიმე შტატში ყინვისა და ძლიერი თოვლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. 30 იანვარს მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში ტემპერატურა -33 გრადუსამდე დაეცა, რასაც თან ახლდა ძლიერი ქარი. ჩიკაგოში -30.6 გრადუსი, ხოლო მილუოკში -28.9 გრადუსი დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის დასავლეთ შტატების აეროპორტებში დიდთოვლობის გამო, ორი ათასზე მეტი რეისი გააუქმეს, მათ შორის ჩიკაგოს ორ საერთაშორისო აეროპორტში.