logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიმკა ის რაც დათესა!
- +

23 მაისი. 2016. 15:32



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, 22 მაისს სოფელ კორცხელის, 53 საარჩევნო უბანთან მომხდარ „ქართული ოცნების" და „ნაციონალური მოძრაობის"  დაპირისპირებაზე ისაუბრა. ახვლედიანის აზრით,პოლიტიკური საკითხების ფიზიკური ძალადობით მოგვარება არარეალურია, მაგრამ  „ნაციონალურმა მოძრაობამ" ის მოიმკა რაც თავისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში დათესა.



„შეუძლებელია ნორმალური ადამიანისათვის, ოპოზიციაში იქნება, თუ არა, მისაღები იყოს ის მარაზმი, რაც ტრიალებდა გუშინ სოფელ კორცხელის 53 საარჩევნო უბანთან. პოლიტიკური საკითხების ფიზიკური  ძალადობის მეშვეობით მოგვარება შეუძლებელი და არარეალურია. „ნაციონალურ მოძრაობა"  ასეთი საქმიანობებით გადიოდა ფონს და ჩვენს ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში „ძალადობის მანქანის" მაგალითი იყო და გუშინ მოიმკა ის რაც დათესა" ,- განაცხადა ახვლედიანმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner