ავტორი ანა ნონიკაშვილი
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებებზე ისაუბრა. ახვლედიანის აზრით, კოღუაშვილი „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში არ უნდა იყოს და მისმა განცხადებებმა ყველაზე მეტად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დააზარალა.
„დავით კოღუაშვილი ჩემთვის ამოუცნობი პიროვნება აღმოჩნდა. „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი, რომელიც ქმნის თავის პარტიაში „ნაციონალური მოძრაობის" ფანკლუბს, რთულად ასახსნელი პიროვნებაა. კოღუაშვილის განცხადებების გამო პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი სერიოზულად დაზარალდა. კოღუაშვილი უფრო მეტი დაპირისპირების მიზეზი გახდა „ქართულ ოცნებაში" . მგონი , შეეშალათ და სხვა პარტიის პოლიტსაბჭოში უნდა შეეყვანათ",- განაცხადა ახვლედიანმა.