logo_geo
eng_logo
საკრებულოში ბელორუსის დელეგაციას უმასპინძლეს
- +

23 მაისი. 2016. 16:49



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბელორუსის რესპუბლიკის საჯარო მოხელეთა სკოლის - SXMPA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ესწრებოდნენ.



დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გამართული შეხვედრა გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა და ბელორუსის საჯარო მოხელეებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.



გიორგი ტყემალაძემ სტუმრებს თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებისა და სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, ხოლო თამარ ტალიაშვილმა სკოლამდელი განათლების მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში საზოგადოებისა და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



შეხვედრაზე, რომელიც კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სტუმრები თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებით, საქმიანობის კონკრეტული მიმართულებებით და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობით დაინტერესდნენ, რაზეც საკრებულოს წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.



ბელორუსში მოქმედი ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა სკოლა წარმატებულ საჯარო მოხელეებს აერთიანებს, რომლებიც საჯარო სტრუქტურებში, ბიზნესში, მედიასა და არასამთავრობო მიმართულებით არიან დასაქმებულნი.



ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბელორუსი სტუმრები გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს ყველა სამინისტროს ხელმძღვანელობას შეხვდებიან და მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner