გერმანიაში სტუდენტები სუპერმარკეტის სანაგვე ყუთებიდან ვადაგასულ პროდუქტებს იპარავენ. ორი სტუდენტი გოგონა ამ ფაქტის გამო უკვე გაასამართლეს და 255 ევროთი დააჯარიმეს. როგორც გერმანული გამოცემა „SPIEGEL“ იტყობინება, სტუდენტებს საკვები ძვირი უჯდებათ და მათი გარკვეული ნაწილი სწორედ ასე ინახავს თავს.
ვრცელდება ასევე ვიდეო, სადაც სტუდენტი ბიჭი მარკეტის ნაგვის ურნიდან ვადაგასულ პროდუქტს იპარავს. ვრცელდება ვიდეოც, შემდეგი სათაურით - „ჩემი საკვები ნაგვიდან“.