logo_geo
eng_logo
საფრანგეთში გრიპის ვირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა
- +

31 იანვარი. 2019. 15:47

 

 

საფრანგეთში 1 ნოემბრიდან დღემდე გრიპის ვირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან უმეტესობა 65 წელს იყო გადაცილებული. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში  განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობით  422 პაციენტი იქნა მოთავსებული. მათგან 92- გასულ კვირას.

 

აღნიშნულ მონაცემებს საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გასულ კვირას ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა ნორმანდიის რეგიონშიც, რაც ნიშნავს, რომ  გრიპის ვირუსი უკვე ქვეყნის ყველა რეგიონშია გავრცელებული.

 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში გადაყვანილია 1000-მდე პაციენტი, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით, 400-ით მეტია.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner