logo_geo
eng_logo
შსს-მ კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა
- +

31 იანვარი. 2019. 17:46

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ შს სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

 

შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება იმავე მუხლით მიმდინარეობს, რა მუხლითაც მოკვლევა აქამდე გავრცელებულ ფარულ კადრებთან დაკავშირებით დაიწყო.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მოახდინა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით. სამართალდამცველების მიერ მოხდა ამავე ქსელის ადმინისტრაციის ჯგუფთან კომუნიკაცია. შედეგად, გავრცელებული ვიდეოკადრები სოციალური ქსელიდან წაიშალა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დეპუტატ ეკა ბესელიაზე  გავრცელებული პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ჩანაწერები შსს-მ დაბლოკა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner