logo_geo
eng_logo
მეცნიერებმა კუჭის წყლულისა და სიმსივნეების დამდგენ მარტივ საშუალებას მიაგნეს
- +

31 იანვარი. 2019. 20:04

 

მეცნიერები ამბობენ, რომ შეიმუშავეს ჟელის მსგავსი აბის დიზაინი, რომელიც კუჭში მოხვედრისას პინგ-პონგის ზომის ბურთად იქცევა. მისი მეშვეობით კუჭის წყლულსა და სიმსივნეებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. ამის შესახებ BBC წერს.

 

როგორც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გუნდმა განაცხადა, აბი ერთ თვეს ძლებს. ის უკვე დატესტეს ღორებზე. ტესტი ჯერ არ ჩატარებულა ადამიანებზე.

 

მეცნიერებს აბის შექმნა თევზის ერთ-ერთი სახეობამ (Puffer fish) შთააგონა.

 

გამოცემის ინფორმაციით, აბი ორი ტიპის ჰიდროგელისგან - შთამთქმელი ნაწილაკების შიდა ფენისგან და გარედამცავი მემბრანისგან შედგება.

 

 

აბს ჟელის კონსისტენცია აქვს, რაც მას მუცელში, ზომაში ზრდის შესაძლობლობას აძლევს და თავისმხრივ კუჭიდან სხვაგან გადასვლის შესაძლებლობას ფაქტობრივად გამორიცხავს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner