დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰაცელს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური განვითრების იმ მოდელზე ისაუბრეს, რომლის შექმნასაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საზოგადოების ფართო ჩართულობით გეგმავს.კერძოდ, კომიტეტის ინიციტივით დაიწყება მუშაობა ეკონომიკური პოლიტიკის ფართო და ამომწურავ დოკუმენტზე - 2030, რომელიც მომზადდება არა მხოლოდ სახელისუფლო ინსტიტუციების, არამედ ეკონომიკაზემომუშავე ოპოზიციონერი ადამიანების მონაწილეობით, რომლებსაც განსხვავებული ხედვები აქვთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ შეხვედრაზე განაცხადა,- საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა წარმატებული ვერ იქნება.
„ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ ძალიან ფართო დიალოგი ეკონომიკასთან დაკავშირებული ურთიერთგანსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის და ამ საკითხში გვინდა გვქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერა, რომ ამდოკუმენტის მომზადების პროცესი წარიმართოს ევროპული ექსპერტიზის მონაწილეობით“, -განაცხადა რომან კაკულიამ.
შეხვედრაზე კარლ ჰარცელმა თანხმობა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიმდინარე პროექტების ჩართულობით, როგორც ლოჯისტიკურად ასევე თეორიულად იქნება ამ პროცესის მართვის მხარდამჭერი და საქართველოს ეყოლება მუდმივი კვალიფიციური ექსპერტი, რომელიც აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში დაეხმარება კომიტეტს.
შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი კვლავ გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობდა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი.