logo_geo
eng_logo
ნინო გოგუაძე: საერთაშორისო სამართალი მუშაობს და ასე მივყვებით ყველა დანაშაულს, რომელიც რუსეთს ჩვენი მოქალაქეების მიმართ აქვს ჩადენილი
- +

31 იანვარი. 2019. 20:29

 

2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

 

„2012 წლიდან იუსტიციის სამინიტრო სათითაოდ აგროვებდა და ამუშავებდა რუსეთის ფედერაციიდან დეპორტაციის შედეგად დაზარალებული ჩვენი მოქალაქეების მონაცემებს. ჩვენი ამოცანა იყო, არავინ დარჩენილიყო ამ სამართლებრივი პროცესის მიღმა. საბოლოოდ, სამინისტროს დიდი ძალისხმევით, 1795 დაზარალებულის მიმართ რუსეთს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

 

საერთაშორისო სამართალი მუშაობს და ასე მივყვებით ყველა დანაშაულს, რომელიც რუსეთს აქვს ჩადენილი ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ვიცით, რომ რუსეთი დიდი ენთუზიაზმით არ ხვდება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, მაგრამ ჩვენ ყველანი  - პარლამეტი, მთავრობა, ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა ჩართულები ვიქნებით, რომ საქართველოს დაზარალებულმა მოქალაქეებმა კომპენსაცია მიიღონ“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო გოგუაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner