საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი დღეს ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
„ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთმა საშინელმა ფაქტმა შეზარა, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ და ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს. ამასთანავე ყოველგვარ ადამიანურ კულტურას სცდება მსგავსი ფაქტებით პოლიტიკური სპეკულორება. მომხდარი ტრაგედიის პარალელურად, ნაცვლად იმისა, რომ პრობლემის გადაჭრისა და პრევენციის გზებზე, ვისაუბროთ,რამდენადაც ეს შესაძლებელია,მაგალითად, ბატონი ალეკო ელისაშვილი დასაბუთებას მოკლებული ბრალდებებით ეჭიდავება თბილისის მერს. მერს, რომელიც ყოველთვის მზად არის თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს კონსტრუქციული წინადადებები და თუ საჭიროა გადადგას შესაბამისი ნაბიჯებიც“,- აღნიშნა ნინო წილოსანმა.