logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ევროკომისიის ანგარიში კიდევ ერთხელ ამყარებს იმ კურსის სისწორეს, რომელიც აქვს ქვეყნის ხელისუფლებას
- +

31 იანვარი. 2019. 21:31

 

 

„ევროკომისიის  მსგავსი ანგარიში კიდევ ერთხელ ამყარებს იმ კურსის სისწორეს, რომელიც აქვს ქვეყნის ხელისუფლებას აღებული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მართვის მიმართულებით“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული  ანგარიშის შეფასებისას.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს უპირატესობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიციური გეგმები ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით და იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე ამას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ითვალისწინებს.

 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორისაა დემოკრატია და საჯარო მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საზღვრის დაცვა, ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა, რეგიონული განვითარება და ციფრული ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა, განათლება, ტურიზმი, ტრანსპორტი და ენერგეტიკა

right_banner right_banner
არქივი
right_banner