logo_geo
eng_logo
გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის თემაზე ტრენინგი ჩატარდა
- +

31 იანვარი. 2019. 21:39

 

ფულის გათეთრებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის თემაზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა. სასწავლო კურსს მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.  ტრენინგი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა და პროექტის ლიდერმა ტომას კარტერმა გახსნეს. სწავლებაში პროკურორებთან და პროკურატურის გამომძიებლებთან ერთად,  თბილისის საქალაქო სასამართლოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია როგორც ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენა და ეფექტური პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოება. შესაბამისად, პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული 2-დღიანი სასწავლო პროცესი მოიცავდა  შემდეგ თემატიკას: ფულის გათეთრების საქმის გამოძიების ტიპოლოგიები და მთავარი მეთოდები, საერთაშორისო თანამშრომლობა, ოფშორული კომპანიები, ვირტუალური ვალუტა, დარქნეტების გამოყენება და კიბერდანაშაული. საერთაშორისო თანამშრომლობასთან ერთად, ყურადღება დაეთმო ეროვნულ დონეზე უწყებათშორისი თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკის გაცნობას.

 

ტრენინგი ევროკავშირის პროექტთან ,,ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (EU-ACT) თანამშრომლობით ჩატარდა. ერთობლივი სწავლების მიზანი უწყებებს შორის კოორდინაციის ზრდის ხელშეწყობა, საერთო პრაქტიკის დანერგვა და წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner