logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია პეკინის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით
- +

31 იანვარი. 2019. 21:48

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, პეკინის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.  

 

ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით თბილისში პეკინის N30-ში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, აუფეთქდა ქურა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მობილიზება. მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი მამაკაცი, რომელსაც სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ მიუღია. მას ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და შემდგომი სამედიცინო კვლევებისთვის გადაყვანილია საავადმყოფოში.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner