logo_geo
eng_logo
ლევან ლორთქიფანიძე: რაც დრო გავა, რუსული პროპაგანდის წილი ჩვენს ქვეყანაში უფრო შემცირდება
- +

25 თებერვალი. 2016. 12:59


პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი ლევან ლორთქიფანიძე ქვეყანაში რუსული პროპაგანდის არსებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით არ არის საგანგაშო ვითარება. როგორც ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „რაც უფრო დიდი რაოდენობით იქნებიან საზოგადოებაში წარმოდგენილი დამოუკიდებელი საქართველოს დროს დაბადებული ადამიანები, რუსული პროპაგანდის წილი ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად შემცირდება". თუმცა, მისივე თქმით, რუსული პროპაგანდის გააქტიურებას საქართველოში ხელს უწყობს ევროპული ღირებულებების უგულებელყოფა.

 

„რუსული ორიენტაციისკენ გადახრის საფრთხე შეიძლება არსებობდეს წინა თაობებში, მაგრამ ჩემს თაობაში ამ საფრთხეს ვერ ვხედავ. რაც წლები გავა, რაც უფრო დიდი რაოდენობით იქნებიან საზოგადოებაში წარმოდგენილი დამოუკიდებელი საქართველოს დროს დაბადებული ადამიანები, რუსული პროპაგანდის წილი ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

 

თუმცა რუსულ პროპაგანდას რაღაც კრიტიკული მასა მხარს უჭერს. 25 %-იანი მხარდაჭერა მათ ყოველთვის ექნებათ და ეს ტრაგედია არაა. რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, მას აქვს იმპერიალისტური პოლიტიკა და შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ მან ვიღაცები დააფინანსოს  და ვიღაცებს საბჭოთა ნოსტალგია გაახსენოს. მთავარი, დანარჩენი უმრავლესობა როგორ იქნება ორგანიზებული.

 

მაგალითად, ევროპის კომისიის მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის ის, რომ გავაძლიეროთ შრომის ინსპექცია. ესაა ევროპა. შრომითი ურთიერთობების დაბალანსება და სოციალური სამართლიანობის შექმნაა ევროპული პოლიტიკა. მაგრამ, შრომის ინსპექციაზე საქართველოში ხმას არავინ იღებს. ასე რომ, ის ადამიანები, ვინც ევროპის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ, რუსეთის  წისქვილზე ასხამენ წყალს", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner