საკურორტო სეზონისთვის ბათუმის ცენტრალურ ნაწილს ახალი სკვერი შეემატება. თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
ახალ სკვერში მოეწყობა შადრევანი, საპარკინგე სივრცე და საზოგადოებრივი საპირფარეშო, რაც ქალაქის ცენტრალური ნაწილისთვის დღემდე მნიშვნელოვანი პრობლემაა.
სკვერის ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება.
მშენებლობა ივნისში დასრულდება.
პროექტის ღირებულება მილიონ 100 ათას ლარს შეადგენს.