logo_geo
eng_logo
სოფია ხორგუანი: ეს შეურაცხმყოფელია!.. უმორჩილესად გთხოვთ…
- +

1 თებერვალი. 2019. 00:12

 

ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, პოლიტიკოსები მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ პრობლემა პირველ რიგში “ყაზტრანსგაზშია,” ხოლო მერია პრევენციულ ზომებზე არ ზრუნავს.

 

როგორც უგულავამ ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, – „თუ გვინდა სიტუაცია გამოსწორდეს, „ყაზტრანსგაზი“ კომპანია უნდა გახდეს და არა საბჭოთა გაზის „კანტორა“, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს“.

 

„ერთი რამ ფაქტია, „ყაზტრანსგაზი“, თბილისის გაზის კომპანია რჩება „კანტორად“ და სანამ ეს მფლობელები იქნებიან, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დანიშნული, მე არ მინდა ახლა ხელი გავიშვირო, რადგან 7 ადამიანია დაღუპული და ამ კორპუსში წევს. თუ გვინდა სიტუაცია გამოსწორდეს, ეს კომპანია კომპანია უნდა გახდეს და არა საბჭოთა გაზის „კანტორა“, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს”, – აღნიშნა დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ.

 

თბილისის მერის შეფასებას, იურისტი სოფია ხორგუანია სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„ბიუჯეტის ქურდი უგულავას აზრი მაინც არ შემოგვაყაროთ, უმორჩილესად გთხოვთ, გვაცალეთ ჩვენიანების გლოვა. პათეტიკას ავიტანთ. მაგრამ ეს სიყალბე შეურაცხმყოფელია!” -წერს ხორგუანი უგულავას განცხადების საპასუხოდ.

 

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი და ახლა პარტია “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი, 2014 წელს დააპატიმრეს. სახელმწიფო მას რამდენიმე კორუფციულ დანაშაულში ედავებოდა. სისხლის სამართლის პირველი ბრალდებები უგულავას 2013 წლის თებერვალში წაუყენეს – მაშინ ის თბილისის მერი იყო; მან საპატიმრო, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2017 წლის 6 იანვარს დატოვა. გიგი უგულავა ბრალდებულია ასევე ტელეკომპანია “იმედის საქმეზე”, თუმცა ამ ეპიზოდზე პატიმრობა შეფარდებული არ აქვს. “იმედის საქმეზე”, რომელიც მოიცავს ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალი თანამდებობის პირების საქმეებს, რომლებიც 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

 

რაც შეეხება დედაქალაქში დატრიალებულ ტრაგედიას, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, მიზეზი, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვა გახდა. ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ, ცხედრები ექსპერტიზაზე რამდენიმე წუთში უნდა გადაასვენონ.

 

თბილისის მერი კახა კალაძე შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მან მედიისთვის კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა.

 

„რასაც გვეუბნებიან, CO-ს გაჟონვით დაიღუპა. კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა. მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. გამიჭირდება ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი. პრობლემა არსებობს ამ მიმარტულებით. რამოდენიმე დღის წინ მერიაში მქონდა შეხვედრა ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებთან. მოვისმინეთ, თუ რა რეგულაციების გამკაცრებას აპირებენ. ამის აუცილებლობა არის. არის შემთხვევები როდესაც კომპანიის დაუდევრობაა ან თავად მაცხოვრებლის მხრიდან აქვს ადგილი დაუდევრობას. კატეგოორიულად არ შეიძლება დახურულ სივრცეში კუსტარულად დამონტაჟება. ეს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითვალისწინოთ.

 

აპირებენ დეტექტორების შემოტანას. ამაში მერიასაც შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს სერთიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმას, რასაც შეიძენს აბონენტი. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

 

რეგულაციები გასამკაცრებელია. არ ვარ “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენელი და გამიჭირდება პასუხის გაცემა”, – აღნიშნა კალაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner