გადაცემა „რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ეკა ბესელიას სოლიდარობა გამოუცხადა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამო.
როგორც ინგა გრიგოლიამ თქვა, ის ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამ თემაში მის გვერდით იქნება.
გრიგოლიამ მას ისიც უთხრა, რომ ამ საღამოს სოლიდარობა “ქართულმა ოცნებამაც” გამოუცხადა. რაზეც ბესელია პასუხობს:
„ხომ არ დააგვიანდათ შემთხვევით?!
მე მინდა ყველა ქალს მივმართო. არ შეშინდეთ არასოდეს, როდესაც ვინმე თქვენს წინააღმდეგ ამ ფორმით გაბედავს ბრძოლას. აუცილებლად უნდა იბრძოლოთ. მე ახლა გავაგრძელებ ბრძოლას, რომ სხვები დავიცვათ ასეთი მორალური ტერორისგან”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.